COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2966 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა - 213, იმერეთი - 439, ქვემო ქართლი - 110, შიდა ქართლი - 171, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 227, კახეთი -148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც: 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 275 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 297 პირი, 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

20 528 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 31 852 ადამიანი. გუშინ საქართველოში 42 772 ტესტი ჩატარდა.
| Print |