COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 359 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 514 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 930 544-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა2 711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 890 733.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა - 232, იმერეთი - 304, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 108, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 078 საიდანაც: 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  მძიმე პაციენტია 1 231 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი, 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

20 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.
| Print |