COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 932 641-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 893 064.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 222, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 114, შიდა ქართლი - 97, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი -49, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 793 საიდანაც: 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 211 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, 873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

20 208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი.
| Print |