COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 800 პირი ემსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 251 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 895 315.

გუშინ საქართველოში 38 802 166 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 23 472 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 330 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 934 741-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.28%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარა - 188, იმერეთი - 281, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი -115, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 132, კახეთი -138, მცხეთა-მთიანეთი -28, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 600 საიდანაც 4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 191 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

20 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 57 ადამიანი.
| Print |