COVID19
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 796-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.

ამავე პერიოდში კორონავირუსისგან კიდევ 3291 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

| Print |