COVID19
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 147 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.
| Print |