COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 013 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 942 173-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 955 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 904 903.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 009 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა, აჭარა - 366, იმერეთი - 505, ქვემო ქართლი - 149, შიდა ქართლი - 199, გურია - 222, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 235 საიდანაც:

4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 111 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, 892 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

17 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 401 პირი.
| Print |