COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 377 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 681 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 945 609-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა - 360, იმერეთი - 407, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 205, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც:

4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 115 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

19 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.
| Print |