COVID19
საქართველო მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა - ბიძინა კულუმბეგოვი
"საქართველო გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, „ომიკრონი“ ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელებიდან გამომდინარე, შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 31%-ა აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. 

“ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, საქართველო კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა. დიდი ალბათობით, შემთხვევების 30% ან მეტი „ომიკრონით“ არის გამოწვეული. იანვარის მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდება. ეს რასაკვირველია, დიდი რისკია. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის, რაც დაბალი ვაქცინაციის ქვეყანას რისკის ქვეშ აყენებს. ძალიან რთულია რა პროგნოზი იქნება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის კუთხით და ასე შემდგომ.

სხვა ქვეყნის მაგალითებს ვუყურებთ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ინფექცია გადაიტანა, ან ვაქცინაცია ჩაიტარა ავად ხდება, თუმცა ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი გადატანილი ინფექციის ან ვაქცინაციის გამო, ნაკლებად საჭიროებს ხელოვნურ ვენტილაციას. ჰოსპიტალიზაცია მაღალია, მაგრამ მძიმე პაციენტების რაოდენობა არ არის მაღალი.

კულუმბეგოვის შეფასებით, მოსახლეობისთვის მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, საჭიროა იმუნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. 

"ვაქცინაციის ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. ის, რომ მოზრდილი მოსახლეობის ინტერესი გაიზარდა და სახელმწიფომ ასეთი ნაბიჯები გაადგა, მისასალმებელია, მაგრამ უფრო მეტი საინფორმაციო კამპანიაა მისახმარებელი, რომ ადამიანებს გავუადვილოთ გადაწყვეტილების მიღება.

როგორც ჩანს, მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, დასაბუთებაც სჭირდება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ორჯერ აცრა, თუ „ბუსტერი“. კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო“,
- აღნიშნავს კულუმბეგოვი.
| Print |