COVID19
„დელტასა“ და „ომიკრონის“ კომბინირებული ვარიანტს „დელტაკრონი“ უწოდეს
კვიპროსზე კორონავირუსის ახალი შტამი - „დელტაკრონი“ აღმოაჩინეს. ვირუსის ვარიაციას სახელი ორი შტამის - „დელტასა“ და „ომიკრონის“ შერწყმის გამო დაარქვეს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კვიპროსის უნივერსისტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორის თქმით, ამ ორი შტამის კომბინირებული ვარიაციით ინფიცირების 25 შემთხვევა გამოავლინეს.

ჯერ არაა დადგენილი, ეს შტამი უფრო გადამდებია, თუ აქამდე არსებული სხვა შტამები. ასევე, ჯერ არაა გამოკვეთილი სურათი იმის სამტკიცებლად, რომ „დელტაკრონის“ მიმდინარეობა უფრო მძიმეა.
| Print |