COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 959 874-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.17%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა - 474, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 157, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218 საიდანაც 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 089 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი.

1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 ადამიანი.

| Print |