COVID19
საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 893 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა - 569, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 205, შიდა ქართლი - 282, გურია - 145, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც: 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 083 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი, 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

31 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 57 546 ტესტი ჩატარდა.
| Print |