COVID19
ქვეყანაში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო
ქვეყანაში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების კონტაქტის მოძიება ჯერჯერობით ხერხდება.

"გიდასტურებთ, რომ არის შიდა გავრცელება. ეს აღარ არის იმპორტირებული შემთხვევები", - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |