COVID19
საქართველოში „ომიკრონის“ 1 096 შემთხვევაა დადასტურებული
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1 096 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 661 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 984 802-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 924 072 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 395 პაციენტი ემსხვერპლა.

| Print |