COVID19
რატომ არ ღირს დაგემართოს "ომიკრონი" - ბიძინა კულუმბეგოვი ახალი შტამის საფრთხეებზე
საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომ "ომიკრონი" იმდენად მსუბუქი მიმდინარეობისაა, მისით ინფიცირება პრობლემას არ წარმოადგენს, სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება.

სპეციალისტი დეტალურად ხსნის, თუ რა საფრთხეები ახასიათებს ახალ შტამს. 

,,და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი:
  • მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.
  • დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე
  • შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი
  • შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება
  • შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის
  • თუ შენ ეხლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდი, მოლნუპირავირი, სოტროვიბამი...), რომლებიც ჯერჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში
  • შანსი, რომ ომიკრონის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს, დიდია.
ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლი თუ სამუშაო სივრცე ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)!!!"- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
| Print |