COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 331 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 331 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.56 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 269 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 56.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 67.6 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 37.6 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მოჰყვებიან.

interpressnews.ge
| Print |