სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომში გამოვლინდა
ახალი შემთხვევებიდან 138 სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, აქედან 18 ადიგენში, 2 ასპინძაში, 16 ახალციხეში, 8 ახალქალაქში, 91 ბორჯომში და 3 ნინოწმინდაში.
რეგიონში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 19 493 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 856 პირი.
რეგიონის ოთხ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 104 პაციენტი, ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 72 პირი.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსს 189 პაციენტი ემსხვერპლა.