COVID19
საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 550 პირი.

გუშინ საქართველოში 35 082 ტესტი ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა - 1 352, იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 77 049 საიდანაც: 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 987 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

70 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი.
| Print |