COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 397 პირი.

გუშინ საქართველოში 64 412 ტესტი ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა - 1 523, იმერეთი - 2 219, ქვემო ქართლი - 780, შიდა ქართლი - 775, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი - 289, სამცხე-ჯავახეთი - 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410 საიდანაც: 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 992 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

118 373 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.
| Print |