COVID19
საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 18 274 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 145 508.

ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა - 1 833, იმერეთი - 2 277, ქვემო ქართლი - 1 024, შიდა ქართლი - 932, გურია - 308, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი - 367, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 74.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328.

კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 5 084 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 033 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი.

2 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 

128 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი

| Print |