ბოლაჯურის სკოლის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის სკოლის დირექტორი 28 იანვარს გარდაიცვალა. თამარ მერაბიშვილი კორონავირუსს ებრძოდა. იგი 51 წლის იყო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი ემსხვერპლა.