ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი 2021 წლის აპრილშიც გადაიტანა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი "ფაიზერის" ორი დოზით აიცრა.