COVID19
რეგიონის მასშტაბით, ახალციხესა და ბორჯომში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ბორჯომსა და ახალციხეში დაფიქსირდა.
კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ახალციხე - 119;
- ბორჯომი - 143;
- ახალქალაქი - 42;
- ადიგენი -29;
- ასპინძა - 22;
- ნინოწმინდა - 21.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას გასულ 24 საათში კორონავირუსისგან 421 ადამიანი განიკურნა.
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გააზიარეთ :