COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 318 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 098 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 314 603.

5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.00%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 089 091.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 212 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა, აჭარა - 1 456, იმერეთი - 2 988, ქვემო ქართლი - 1 008, შიდა ქართლი - 1 147, გურია - 417, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 233, კახეთი - 828, მცხეთა-მთიანეთი - 336, სამცხე-ჯავახეთი - 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 72.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 274 საიდანაც 5 850 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 146 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი.

1 962 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 202 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი.
| Print |