COVID19
რეგიონის მასშტაბით, კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ახალციხეში დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ახალციხეში დაფიქსირდა.

კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ახალციხე - 82;
  • ბორჯომი - 79;
  • ახალქალაქი - 11;
  • ნინოწმინდა - 11;
  • ადიგენი -10;
  • ასპინძა - 1.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში რეგიონში კორონავირუსისგან 497 ადამიანი განიკურნა.

ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის 11 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |