COVID19
იანვარში კორონავირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვარში კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა.

ამასთან, როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, მიმდინარეობს შესწავლა, სულ რამდენი ორსულია გარდაცვლილი კორონავირუსით.

„იანვარში, „ომიკრონის" აქტიური გავცელებისას 4019 ორსული დაინფიცირდა. მთლიანი ინფიცირებიდან 1 პროცენტი მოდის ორსულებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან. ალბათ, ეს მონაცემი შემდეგ მიმოხილვაში გვექნება",- აღნიშნავს გამყრელიძე.

ასევე ნახეთ: ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება - მეან-გინეკოლოგი
| Print |