COVID19
11 თებერვლის კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ბორჯომსა და ახალციხეში დაფიქსირდა.
კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ბორჯომი - 126;
- ახალციხე - 123;
- ადიგენი -47;
- ახალქალაქი - 29;
- ასპინძა - 24
- ნინოწმინდა - 22
რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 26 762 ინფიცირებული.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 256 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვი,ს 25 584 ადამიანი შეადგინა.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, კორონავირუსისგან ოფიციალურად რეგიონში სულ 194 პირია გარდაცვლილი.
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ის 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ასევე ნახეთ: დღეს კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გააზიარეთ :