COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდ 19-ის დღიური შემთხვევები შემცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ბორჯომსა და ახალციხეში დაფიქსირდა.

კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ბორჯომი - 86;
  • ახალციხე - 54;
  • ადიგენი -42;
  • ასპინძა - 27;
  • ახალქალაქი - 14;
  • ნინოწმინდა - 12.

რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 27 939 ინფიცირებული.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 267 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 27 111-მდე მიაღწია.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, კორონავირუსისგან ოფიციალურად, რეგიონში სულ 194 ადამიანია გარდაცვლილი.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 192 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 868 პირი, ხოლო კოვიდ კლინიკაში 157 პაციენტი.
ასევე ნახეთ:

როგორია კორონავირუსის დღიური სტატისტიკა საქართველოში?
| Print |