COVID19
საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 409 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 979 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა, აჭარა - 825, იმერეთი - 2 014, ქვემო ქართლი - 734, შიდა ქართლი - 841, გურია - 565, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 902, კახეთი - 948, მცხეთა-მთიანეთი - 261, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 161 827 საიდანაც:

5 818 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 255 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, 1 013 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

154 996 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი.

| Print |