COVID19
საქართველოში გარდაცვლილი 42 კოვიდპაციენტიდან ერთი ახალციხელია
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაცვლილი 42 კოვიდპაციენტიდან ერთი ინფიცირებული ახალციხელია. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის, კორონავირუსისგან ოფიციალურად, რეგიონში სულ 199 ადამიანია გარდაცვლილი.

გასულ 24 საათში, რეგიონის მასშტაბით, კოვიდინფიცირების 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ისევ ახალციხესა და ბორჯომში დაფიქსირდა.

კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ახალციხე - 66;
  • ბორჯომი - 63;
  • ადიგენი - 27;
  • ასპინძა - 20;
  • ნინოწმინდა - 17;
  • ახალქალაქი - 6.

რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 28 312 ინფიცირებული.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 127 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 27 244-ს მიაღწია.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 148 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1021 პირი, ხოლო კოვიდ კლინიკაში 155 პაციენტი.
ასევე ნახეთ:

| Print |