COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 640 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 752 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 288 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 822 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარა - 843, იმერეთი - 1 887, ქვემო ქართლი - 656, შიდა ქართლი - 799, გურია - 476, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 937, კახეთი - 803, მცხეთა-მთიანეთი - 341, სამცხე-ჯავახეთი - 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 91.

ამ ეტაპზე 153 881 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტია 1 256 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 ადამიანი.

964 პირი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული. ხოლო 147 214 ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში 16 ადამიანია მოთავსებული.
| Print |