COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდ 19-ის დღიური შემთხვევები შემცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ბორჯომი - 21;
- ახალციხე - 15;
- ადიგენი - 11;
- ახალქალაქი - 2:
- ასპინძა - 1;
- ნინოწმინდა - 1.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 28 698 ინფიცირებული.
ამ დრომდე, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან ოფიციალურად, სულ 201 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 188 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 27 782-ს მიაღწია.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 916 პირი, ხოლო კოვიდ კლინიკაში 143 პაციენტი.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :