COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 486 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 164 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 322 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა - 659, იმერეთი - 1 935, ქვემო ქართლი - 578, შიდა ქართლი - 918, გურია - 471, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 801, კახეთი - 795, მცხეთა-მთიანეთი - 340, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 136.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270 საიდანაც:

5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 230 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, 860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი.

| Print |