COVID19
საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 10 230 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 575 999.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.73%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 429 763.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 981 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 1 662, ქვემო ქართლი - 541, შიდა ქართლი - 638, გურია - 424, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 779, კახეთი - 842, მცხეთა-მთიანეთი - 218, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229 საიდანაც: 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 156 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, 835 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

124 142 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი.

| Print |