COVID19
რეგიონის მასშტაბით, კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირების 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ახალციხესა და ბორჯომში დაფიქსირდა. კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ახალციხე - 74;
  • ბორჯომი - 73;
  • ასპინძა - 22;
  • ახალქალაქი - 18;
  • ადიგენი - 14;
  • ნინოწმინდა - 7.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 29 105 ინფიცირებული.

ამ დრომდე, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან ოფიციალურად, სულ 202 ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 128 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 28 030-ს მიაღწია.

თვითიზოლაციაში იმყოფება 859 პირი, ხოლო კოვიდ კლინიკაში 133 პაციენტი.
| Print |