COVID19
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი. 

26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 840 პირი. 

კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 138 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა - 245, იმერეთი - 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი - 227, გურია - 243, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 327, კახეთი - 442, მცხეთა-მთიანეთი - 82, სამცხე-ჯავახეთი - 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 066 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი. 

90 433 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |