COVID19
როგორია 28 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში?
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 45 პირს დაუდასტურდა. კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ახალციხე - 20;
- ბორჯომი - 12;
- ადიგენი - 6;
- ასპინძა - 5;
- ახალქალაქი - 1;
- ნინოწმინდა - 1.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 29 597 ინფიცირებული.
ამ დრომდე, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან ოფიციალურად, სულ 204 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 96 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 28 617-ს მიაღწია.
ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 537 პირი, ხოლო კოვიდ კლინიკაში 133 პაციენტი.
ასევე ნახეთ:
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო
გააზიარეთ :