COVID19
როგორია 28 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში?
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 45 პირს დაუდასტურდა. კოვიდ 19-ის შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ახალციხე - 20;
  • ბორჯომი - 12;
  • ადიგენი - 6;
  • ასპინძა - 5;
  • ახალქალაქი - 1;
  • ნინოწმინდა - 1.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ რეგისტრირებულია 29 597 ინფიცირებული.

ამ დრომდე, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან ოფიციალურად, სულ 204 ადამიანია გარდაცვლილი.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 96 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 28 617-ს მიაღწია.

ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 537 პირი, ხოლო კოვიდ კლინიკაში 133 პაციენტი.
ასევე ნახეთ: 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო
| Print |