COVID19
ადიგენში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის რეგიონში კოვიდ 19-ით ოფიციალურად, სულ 205 ადამიანია გარდაცვლილი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 63 პირს დაუდასტურდა. რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ 29 800 ინფიცირებულია რეგისტრირებული. ინფიცირების შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ახალციხე - 19;
- ბორჯომი - 16;
- ადიგენი - 10;
- ასპინძა - 8;
- ახალქალაქი - 7;
- ნინოწმინდა - 3.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 112 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 28 830-ს მიაღწია.
ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 657 პირი იმყოფება, ხოლო კოვიდკლინიკაში 115 პაციენტი.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :