COVID19
ადიგენში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის რეგიონში კოვიდ 19-ით ოფიციალურად, სულ 205 ადამიანია გარდაცვლილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 63 პირს დაუდასტურდა. რეგიონში კოვიდ 19-ის დადასტურებიდან დღემდე, სულ 29 800 ინფიცირებულია რეგისტრირებული. ინფიცირების შემთხვევები მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ახალციხე - 19;
  • ბორჯომი - 16;
  • ადიგენი - 10;
  • ასპინძა - 8;
  • ახალქალაქი - 7;
  • ნინოწმინდა - 3.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 112 პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვმა, ამ დროისათვის, 28 830-ს მიაღწია.

ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 657 პირი იმყოფება, ხოლო კოვიდკლინიკაში 115 პაციენტი.
ასევე ნახეთ: 

| Print |