5 მარტის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 3 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 623 672-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 118 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 547 531-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 033 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 294 შემთხვევა, აჭარა - 72, იმერეთი - 451, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 238, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 275, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 65.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 777-ია. რეანიმაციულ განყოფილებაში 656 პირი მკურნალობს. 57 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.