საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 243 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 532 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 201, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 85, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ერთ დღეში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 064 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 530 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე 1 503 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 417 პაციენტი, ხოლო 32 187 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.