COVID19
საქართველოში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 466 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 272 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 14, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 551 საიდანაც, 1 461 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 659, აჭარაში - 102, იმერეთში - 283.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 393 პირი, 29 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |