COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 101 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 154, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 79, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 82, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 989 საიდანაც, 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი.

29 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |