COVID19
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მკვეთრად შემცირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 17 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 50, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |