COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირების შემთხვევები გაიზარდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 849 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 641 399-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.87%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 855 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 596 779-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 643 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 67, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 55, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 951 საიდანაც, 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 408, აჭარაში - 64, იმერეთში - 182.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 230 პირი, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 30, იმერეთში - 36. 27 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |