საქართველოში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 330 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 65, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 76, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც, 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 პირი. 24 247 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.