საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 155 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 646 316.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 618 403.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 14, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 179 საიდანაც, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 167 პირი.
10 543 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.