COVID19
საქართველოში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 12 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 993 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 460 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 749 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 711 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 229 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 25, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 8, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი -1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 403 საიდანაც, 638 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 164 პირი.

7 765 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |