საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 461 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 232 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 229 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 233 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 40, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი -14, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 578 საიდანაც, 555 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 140 პირი.
7 023 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.